"ვარციხის მარნის" 3 თანამშრომლის დაჭრის მოტივი უცნობია | არსებობს ვარაუდი, რომ სამიზნე სხვა იყო

გამოქვეყნდა:

 

ბათუმში, რესტორანი "ვარციხის მარანი", რომლის მიმდებარედაც 3 ადამიანი დაჭრეს, დღეს დილიდან დაკეტილია. ადგილზე სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შემთხვევა გუშინ საღამოს 10 საათის შემდეგ მოხდა. როდესაც რესტორნის თანამშრომლები სამუშაო ადგილს ტოვებდნენ. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანებები ფეხის არეში მიიღეს, მათგან 2-ს სამედიცინო დახმარება დაჭირდა. მომხდარი დაჭრის მოტივი და მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

თვითმხილველები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა ვარაუდობენ რომ სამიზნე სხვა იყო.

"არაფერი არ ვიცით, ვინ ესროლა, თანამშრომლები გარეთ იყვნენ, ტაქსის ელოდებოდნენ" - აცხადებენ რესტორნის თანამშრომლები.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არაა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი