ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობის მცდელობის დროს თავდამსხმელი დაშავდა | ის კლინიკაშია გადაყვანილი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე "ლუკოილის" ბენზინგასამართ სადგურზე ორი დღის წინ ქურდობის მცდელობა იყო. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტს დაცვის პოლიცია შეესწრო და დამნაშავის დაკავება სცადა. ბრალდებული გაიქცა, დაეცა და თავის არეში დაზიანებები მიიღო. მისი მდგომარეობა მძიმეა, იგი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. 40 წლამდე პირი, ჩვენი ინფორმაციით, წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი.

თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა ajaratimes.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყეს, თუმცა ეს არ დადასტურდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი