გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

გურიაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ჯამში ოზურგეთში 30, გურიაში კი 43 კოვიდინფიცირებულია. მათივე თქმით, ყველა მათგანი მსუბუქი სირთულის პაციენტად ითვლება.. 

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 119;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 435;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6 633;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი