რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალი წარედგინა - ბესელიას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურტურამ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას "იუნკერების" გუნდის კაპიტანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის-ტარების ფატზე ბრალი წარუდგინა. დაკაბეულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

საქართცველოს პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებიასას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულა მასრები და ტყვიის გარსის ფრაგმენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 16 სექტემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს რაგბის კავშირის ადმინისტრაციული შენობის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მ.ბ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, რ.ხ.-ს ფეხის არეში  ჭრილობა მიაყენა, რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, ტარება) წარედგინა. პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა "იუნკერების" გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა.  

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი