მკვლელობა ხაშურის მინიციპალიტეტში - ახალგაზრდა კაცი სამშენებლო კომპანია "ელისში" ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი სამშენებლო კომპანიის ყოფილი თანამშრომელი იყო და შელაპარაკება ერთ-ერთ მენეჯერთან მოუვიდა. ურთიერთშელაპარაკებისას მენეჯერმა გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
შემთხვევის ადილას მუშაობდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძება 117- მუხლით ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) დაიწყო.