ბოლო 15 წელში საქართველოში $107 მილიონის ხე და ბუჩქი შემოვიდა | ხეების იმპორტი 2549%-ით არის გაზრდილი

გამოქვეყნდა:

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში 107 023 920 აშშ დოლარის ხეები და ბუჩქნარები შემოვიდა (საჭმელი ნაყოფისა ან კაკლის მომცემი ხეები, ჯაგნარები და ბუჩქნარები, დამყნობილი ან დაუმყნობელი).  იმპორტმა განსაკუთრებით მოიმატა 2011 წლიდან.

2018 წლამდე შემოტანილი ხეების და ბუჩქების ყოველწლიურ წონას 1000 ტონისთვის არ გადაუჭარბებია. თუმცა შემდეგ წლებში გაორმაგდა და გაოთხმაგდა კიდეც. კერძოდ 2018 წელში - 1 627 ტონა, 2019 წელი – 1 531 ტონა, 2020 წელი – 2 027 ტონა, 2021 წელი – 3 299 ტონა, 2022 წელი - 4 279 ტონა,  2023 წელი 3 585 ტონა, მიმდინარე 2024 წელს კი უკვე 2 325 ტონაა ხე და ბუჩქნარია შემოტანილი.

ღირებულებითი მაჩვენებლები კი ასეთია, 2009 წელს ქვეყანაში $820 710 ღირებულების ხეები შემოვიდა,  2023 წელს კი $21 747 680 ღირებულების. რაც ნიშნავს, რომ ბოლო 14 წელში იმპორტი ღირებულებითი თვალსაზრისით 2549%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნები საიდანაც ყველაზე მეტი ხე და ბუჩქი შემოვიდა

2024 წლის 6 თვეში იტალია $4.4 მილიონი, თურქეთი $2.3 მილიონი, ესპანეთი $1.8 მილიონი
2023 - კენია $6.4 მილიონი, იტალია $4.1 მილიონი, თურქეთი $3.4 მილიონი
2022 - იტალია $4.7 მილიონი, თურქეთი $4.2 მილიონი, ესპანეთი $3.0 მილიონი
2021 - იტალია $3.5 მილიონი, თურქეთი $3.4 მილიონი, პოლონეთი $2.8 მილიონი
2020 - იტალია $2.1 მილიონი, პოლონეთი $2.0 მილიონი, თურქეთი $1.7 მილიონი
2019 - თურქეთი $2.2  მილიონი, იტალია $1.7 მილიონი, ესპანეთი $0.9 მილიონი
2018 - თურქეთი $3.0  მილიონი, იტალია $2.0 მილიონი, ესპანეთი $0.9 მილიონი
2017 - თურქეთი $1.9  მილიონი, იტალია $1.1 მილიონი, ესპანეთი $0.9 მილიონი
2016 - თურქეთი $1.2  მილიონი, იტალია $0.9 მილიონი, ირანი $0.1 მილიონი
2015 - თურქეთი $1.2  მილიონი, იტალია $0.3 მილიონი, მოლდოვა $0.1 მილიონი
2014 - იტალია $0.6 მილიონი, კანადა $0.2 მილიონი, თურქეთი $0.2 მილიონი
2013 - ნიდერლანდები $0.3 მილიონი, იტალია $0.3 მილიონი, თურქეთი $0.1 მილიონი
2012 - იტალია $0.6 მილიონი, ნიდერლანდები $0.6 მილიონი, ბელარუსი $0.2  მილიონი
2011 - იტალია $0.8 მილიონი, ნიდერლანდები $0.5 მილიონი, იაპონია $0.2  მილიონი
2010 - იტალია $0.5 მილიონი, ჩეხეთი $0.07 მილიონი, თურქეთი $0.03  მილიონი
2009 - იტალია $0.7 მილიონი, საფრანგეთი $0.07 მილიონი, თურქეთი $0.02  მილიონი

ავტორი: ნინო ზედგენიძე

იხილეთ ასევე
ივანიშვილის მიერ კენიიდან საქართველოში ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა | დენდროლოგიური პარკი

ქრისტეზე დიდი ბაობაბი კენიიდან - ივანიშვილის მორიგი ახირება?

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი