გმირთა მოედნის ესტაკადაზე 10 დღით გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი