საქართველოს გავლით ბულგარეთში შეტანილი 436 კგ ჰეროინი | შემოსავლების სამსახურის განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოს გავლით ბულგარეთში შეტანილი 436 კგ ჰეროინის საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

მიმდინარე წლის ივლისში, საბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან გადმოკვეთა სატვირთო ავტომობილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მისაბმელით, რომელიც ახორციელებდა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ყირგიზეთიდან საბერძნეთის დანიშნულებით. 

აღნიშნულმა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია დატოვა ს.გ.პ ბათუმის პორტიდან. 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან გადაზიდვისას გამოყენებულ იქნა ტრანზიტული გადაზიდვების მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ყველა პროცედურა. 

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში სატვირთო ავტომობილის მისაბმელში განთავსებულ მეტალის დანადგარებში, აღმოჩენილ იქნა დაახლოებით 436 კგ ჰეროინი, რომლის ამოღებაც შესაძლებელი გახდა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, მეტალის დანადგარის კონსტრუქციის გაჭრის შედეგად.

ამ დროისთვის, უწყება იმყოფება კომუნიკაციაში ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით, - წერს შემოსავლების სამსახური.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი