საქართველო საერთაშორისო ნარკოსკანდალში | ბათუმის პორტიდან ბურგასის პორტში 436 კგ ჰეროინი შევიდა

გამოქვეყნდა:

ბულგარელმა სამართალდამცველებმა ბურგასის პორტში ჰეროინის ყველაზე დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილი საბერძნეთია, თუმცა სკანდალურ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ის დეტალია, რომ ნახევარ ტონამდე განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალება ბულგარეთში ბათუმის პორტიდან შევიდა. ჰეროინით დატვირთულმა ტრაილერმა, რომელიც ყაზახეთიდან დაიძრა, საქართველოს ტერიტორია უპრობლემოდ გაიარა. შეკითხვებისა და ბრალდებების ადრესატი ახალ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტია, რომელიც ვალდებული იყო ქვეყანაში შემოსული ტრაილერი დეტალურად შეემოწმებინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი