
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს 18 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 187 კორონავირუსის შემთხვევიდან 116 აჭარიდანაა, 30 კი თბილისიდან.
187 შემთხვევის განაწილება შემდეგია, აჭარა არის 116, 30 თბილისი, 15 იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი 11, გურია 4, კახეთი 3, შიდა ქართლი 3, ქვემო ქართლი 2, მცხეთა-მთიანეთი 2 სამცხე-ჯავახეთი 1 - თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ეზუგბაიას განცხადებით, ჯამში ქვეყანაში საავადმყოფოებსა და სასტუმროების სივრცეებში 1 798 პაციენტს მკურნალობენ მათგან 14 კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 70-ზე მეტი მძიმე.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.