სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების განცხადებით, ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, - წერია უწყების განცხადებაში.

ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 306;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 481;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი