ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანიის "ინტელექსპრესი" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, 18 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა.
ამ ეტაპზე უცნობია წაიღეს თუ არა მძარცველებმა თანხა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიერბა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.