"მთავარი არხის" ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ რუსთავი 2-ს სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ ტელეკომპანიას მისი ყოფილი ჟურნალისტისთვის მიუღებელი ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა.
ნათია ტრაპაიძის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იცავდა.