ბელარუსი ტურისტი ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს | თანამდებობის პირი დაკავებულია

გამოქვეყნდა:

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი უმძიმესი ბრალდებითაა დაკავებული. საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირს ბელარუსის მოქალაქე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს, რომლის დასრულებას დაკავებული გისოსებს მიღმა დაელოდება.

ზღვისპირა პარკის მიმდებარედ მომხდარ საზარელ ინციდენტს ნაწილობრივ ადასტურებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი, თუმცა დეტალებზე მედიასთან არ საუბრობს.

შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სამედიცინო შემოწმება გაიარა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმაც. სწორედ ექსპერტიზის დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენი წლით აღმოჩნდება პენიტენციურ დაწესებულებაში ბოტანიკური ბაღის თანამშრომელი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი