შიდა ქართლში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელზეც ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა, გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. დანაშაული ხაშურის მუნიციპალიტეტში, გასულ ღამეს მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი, 74 წლის ზურა ლაშხი. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა გოგომ მას ცივი იარაღით ჭრილობები ყაჩაღობის მოტივით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დაუზუსტებელია. ერთ ერთი ვერსიით, დანაშაულს კიდევ ერთი მონაწილე ჰყავს, რომელიც მიმალვაშია.
მოზარდი დაკავებულია. გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ: