სასტიკი მკვლელობა სურამში, რომელიც სულ უფრო მეტ ახალ კითხვას აჩენს. 15 წლის გოგონამ 74 წლის ტაქსის მძღოლს დანით მინიმუმ 10 ჭრილობა მიაყენა და ადგილზე მოკლა. დანაშაულის მიზეზებზე ბევრი ვერსია გავრცელდა - ფულის გამოძალვიდან სექსუალურ ძალადობამდე, თუმცა ჯერჯერობით არაფერი დადასტურებული არ არის. მომხდარის გარემოებები, დრო, ადგილი - თვითმხილველების არარსებობა და დაკავებული გოგონას ჩვენება მკაფიო ვერსიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ჯერ არ იძლევა. ერთადერთი რაც ნათელია, არის - დაკავებულის აღიარება.