მკვლელობა ფონიჭალაში | "მთავარი არხის" ინფორმაციით, ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა ირაკლი დარბაიძეა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ფონიჭალაში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი ირაკლი დარბაიძეა. 25 წლამდე ბიჭს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება და დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

არსებული ინფორმაციით სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. მომხდარზე კი გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ერთ ერთი ბრალდებული ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში მკვლელობა დღეს, 23 აგვისტოს მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი