მარნეულის ბაზრობაზე ორ ადამიანს შორის მომხდარი შელაპარაკება დაჭრით დასრულდა. შემთხვევა დღეს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 2 მუხლით დაიწყო - 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და 236-ე - იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით.
დააკავა თუ არა პოლიციამ დამნაშავე, უწყებაში არ აკონკრეტებენ.