ფონიჭალაში, ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ დაჭრაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ. 2 დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მრევლის ერთ-ერთი წევრი კი ამბობს, რომ დამნაშავეს არ იცნობენ.
"გავიგე რომ თურმე ვიღაც ამოვიდა, აბსოლუტურად უცხო, რომელსაც მართლა არავინ იცნობს. ამოსულია კაცი, იქ ერთ წყნარ ნორმალურ ადამიანს, რომელიც კართან იდგა და ლოცულობდა, უმიზეზოდ დაუწყო დანის ქნევა, უმიზეზოდ. იქ რამდენიმე ადამიანი რომ იყო, შეიქმნა პანიკა და ერთ გოგოს სახეზეც მოუქნია. გამოეკიდა ორ გოგოს. მე უფრო ვუკავშირებ რაღაც სისტემას რომელსაც არ სიამოვნებს, რომ ბერ ნიკოლოზთან იყოს სიწყნარე სიმშვიდე.'' - ამბობს მრევლი
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დზიანების მუხლით მიდმინარეობს.
იხილეთ: