ფიზიკური დაპირისპირება შსს-ში - ორმა ბიზნესმენმა ბიუჯეტის ფული და ტენდერები ვერ გაიყო

გამოქვეყნდა:

წყარო "მთავარს" უყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შეხვედრაზე მისული ორი პირიდან ერთი სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემეს, შემდეგ კი კიბეზე დააგორეს, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

ფაქტების გადამოწმება გომელაურის უწყებიდან დავიწყეთ. მთავარი მტკიცებულება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია, სადაც დაპირისპირების ყველა დეტალი უნდა ჩანდეს. იყო თუ არა ჩხუბი პოლიციის შენობაში და ვინ არის, თემურ ქურციკიძე, რომელიც "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, კონფლიქტის ინიციატორია, დაცვის სამსახურმა არ იცის. 

შს სამინისტროში ამბობენ, რომ ქურციკიძე ერთ-ერთი კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელია. ადასტურებენ, რომ შეხვედრა 11 სექტემბერს ნამდვილად გაიმართა, დაპირისპირება კომპანიების წარმომადგენლებს შორის განსხვავებულმა ფასმა გამოიწვია, თუმცა სამინისტროს მტკიცებით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ ჰქონია. 

როგორ ამოიწურა კონფლიქტი პოლიციის შენობაში, გაურკვეველია. სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კონტაქტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშე დატოვეს. თუმცა რატომ არ ჩანს, ნაცემი ბიზნესმენი ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. მტავარის წყაროს ინფორმაციით, პოლიცია ამ ამბავს იმისთვის მალავდა, რომ მხარეები მოერიგებინა და დაზარალებული კონფლიქტის დეტალებზე არ ალაპარაკებულიყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი