მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე დაიწყო, სიტყვიერი შეალაპრაკების შემდეგ 40 წლის კაცმა 60 წლის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები არ ადასტურებენ, რომ მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება იყო, ისინი ამბობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და წარსულში ნასამართლევი იყო დედამთილის დაჭრის გამო. გარდაცვლილის და ამბობს, რომ ეჭვმიტანილი სხვა მეზობლებსაც ემუქრებოდა თოფით.

ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი