ომბუდსმენის აპარატი ქუთაისის ციხიდან "ვივამედში" გადმოყვანილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 26 აგვისტოს სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკა "ვივამედში" იმყოფებოდა, რათა გადაემოწმებინა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია N2 დაწესებულებაში ბრალდებულ ნ.ბ.-ს მიერ მიღებული დაზიანებების წარმომავლობისა და მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაშიც.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, აპარატი მიმართავს საგამოძიებო უწყებას.

"ამ ეტაპზე, ბრალდებულთან გასაუბრება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ მოხერხდა. რწმუნებული შეხვდა და ესაუბრა ექიმს, თუმცა, პერსონალურ ინფორმაციას, პატიმრის თანხმობის არარსებობის გათვალისწინებით, აპარატი არ ავრცელებს. რწმუნებული შეხვდა პატიმრის ოჯახის წევრებსაც.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სამედიცინო დოკუმენტაციას გაეცნო და მომხდარი ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრა, როგორც ბრალდებულის თანასაკნელებს, ისე დაწესებულების ადმინისტრაციას, დაათვალიერა პატიმარ ნ.ბ.-ს საკანი. უნდა აღინიშნოს, რომ საკანში სამეთვალყურეო ვიდეო კამერებია განთავსებული", - წერია განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი