14 წლის რატი ასლამაზიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლეობით წუხელ დაასრულა. სუიციდის მიზეზი, სავარაუდოდ, მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ასლამაზიშვილების ოჯახმა საცხოვრებელი სამი დღის წინ შეიცვალა, მოზარდს ცხოვრება უკიდურეს გაჭირვებაში უწევდა.
მოზარდი 129-ე სკოლის მოსწავლე იყო. დამრიგებელი ამბობს, რომ ის ჩაკეტილი ბავშვი არ ყოფილა და თანაკლასელებთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთადერთი რასაც თამარ ცალუღელაშვილი არ უარყოფს მისი ონლაინ გაკვეთილებზე ცუდი მოსწრებაა. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ მოზარდს განათლების მიღების პრობლემა შეუქმნა რადგან მძიმე სოციალური მდგომარეობისა და ინტერნეტთან წვდომის არ ქონის გამო, ის ხშირ შემთხვევაში ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა.
სოციალური მდგომარეობა და ამ ფონზე სკოლაში ჩამორჩენა გახდა სავარაუდოდ კიდევ ერთი მოზარდის მხრიდან სუიციდის მცდელობის მიზეზი. შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც გაიგო რომ ონლაინ გაკვეთილებზე ცუდის მოსწრების გამო დირექტორმა კლასში ჩატოვა.
ბოლო პერიოდში არასრულწლოვენბის სუიციდისა და სუიციდის მცდელობის გახშირებული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ფსიქოლოგები გამოსავალას პრობლემის მიმართ კომპლექსურ მიდგომაში ხედავენ. სადაც, მათი თქმით, გადამწყვეტი ხელისუფლების ქმედება უნდა იყოს.