ფონიჭალაში, 2 პირის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული 19 წლის მოქალაქეს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დაკავებულ ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობასა  და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით აქვს წარდგენილი. გამოძიების ინფორმაციით, მან  ფონიჭალის დასახლებაში ცივი იარაღით ორ პირს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

შეგახსენებთ, დაჭრა  24 აგვისტოს ბერი ნარიმანის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი