პოლიცია ზვიად ზურაბაშვილს ცოლისა და ახლო მეგობრების მკვლელობის ბრალდებით ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, საზარელი მკვლელობების მიზეზი ეჭვიანობა გახდა, თუმცა რეალურად რა მოხდა ზურაბაშვილების სახლში, არავინ იცის. სოფელ ახაშენში სასტიკ დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე ცეცხლსასაროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილოებით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ვერ გავიდა სავრაუდო დამნააშავის კვალზე. ზურაბაშვილი წარსულში ნასამართლევია, ის ციხიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, სადაც ცოლზე ძალადობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს
ავტორი: ია გულიაშვილი