ვაშლიჯვრის ავარიული კორპუსის საქმე | დაპატიმრებული მშენებლის თავის მართლება და ბინის გარეშე დარჩენილი 52 ოჯახი

გამოქვეყნდა:

ვაშლიჯვარში ავარიული კორპუსის მშენებელი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.  ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე დავით კურტანიძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც რობერტ გაბუნიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. 

ბრალდებული  სასამართლო  პროცესზე თავის მართლებას ცდილობდა, ის ამტკიცებდა  რომ  დანაშაული არ ჩაუდენია და მოსახლეობამ კორპუსი პანიკის გამო დატოვა. 

დაცვის მხარე რობერტ გაბუნიას დარბაზიდან გათავისუფლებას 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. მშენებელს გამოძიება დიდი ოდენობით ქონებრივ განადგურებას  ედავება. 

შპს  თორის  მშენებელმა ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი  რამდენიმე წლის წინ ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა. ჩაბარებიდან მალევე, კორპუსს ბზარები გაუჩნდა,  ბეტონის რღვევა  დაიწყო და ყველა მიხვდა,  რომ  ახალაშენებულ 9 სართულიან კორპუსში ცხოვრება  საშიში იყო. 

9 სართულიან კორპუსში, მზიდ კედლებზე პირველი ბზარები აშენებიდან მალევე,  2022 წელს გაჩნდა.  მრავალსართულიანი საცხოვრებელი  კომპლექსი  დღეს სრულად დაცლილია, კორპუსიდან 52 ოჯახი 2024 წლის მაისის ბოლოს იმის გამო გაასახლეს, რომ მზიდ კედლებზე მოსახლეობამ ბზარები შენიშნა.

ირკვევა რომ ბრალდებულმა  რობერტ გაბუნიამ, რომელიც კორპუსის მდგრადობის გარანტი და ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი იყო, ათეულობით  ოჯახს  10 მილიონ ლარზე მეტი  მატერიალური ზიანი მიაყენა. 

სამართალდამცველებმა რობერტ გაბუნია სასამართლოს განჩინების   საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება  დიდი რაოდენობით ქონებრივ დაზიანებას ედავება. მშენებელს, რომელმაც გამოძიების მტკიცებით  საცხოვრებელი  კორპუსი უხარისხოდ ააშენა 4- დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი