ქარელში მკვლელობა მოხდა. მოკლული 28 წლის კაცია. როგორც მთავარ არხს შსს-ში განუცხადეს ცხელ კვალზე დაკავებულია 2 პირი. 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
საქმეზე გამოძიება 108 და 25-108 მუხლებით მიმდინარეობს. რაც განზრახ მკვლელობას და დანაშაულის ჩადენაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.