COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარიდანაა, 30-თბილისიდან, 19-ქუთაისიდან

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 20 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 196 კორონავირუსის შემთხვევიდან 128 აჭარიდანაა, 30 - თბილისიდან, 19 - ქუთაისიდან.

ინფიცირების 196 ახალი შემთხვევის რეგიონული განაწილება ასეთია: 128-აჭარა, 30-თბილისი, 19-ქუთაისი, 6-სამეგრელო ზემო-სვანეთი, 5 ქვედა ქართლი, 1 შიდა ქართლი, 4 გურია, 2 მცხეთა-მთიანეთი, 1 კახეთი, - ამბობს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 502;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი ადამიანი.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი