სტატისტიკა ერთ დონეზე რომ რჩება, არაა ცუდი, ეს სტაბილიზაციის ნიშანია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსის სტატისტიკის ერთ დონეზე დარჩენა სტაბილიზაციის ნიშანია. 

სტატისტიკა ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს სტაბილიზაციის მაჩვენებლია. იმედია, რომ ყველაზე ცხელი რეგიონი, რომელსაც ჰქვია აჭარა, როგორც ვხედავთ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იქ გარკვეულწილად დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. დანარჩენი წერტილები ხედავთ, რომ არ არის დიდი რაოდენობით, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეუზგბაიას თქმით, კოვიდცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტალებში 1 981 პაციენტია, აქედან 836 კოვიდცენტრშია მოთავსებული, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმეა, 80-მდე კი მძიმე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 502;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 5 014;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი