პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, გარყვნილი ქმედების საქმეზე დაკავებულ 32 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინეს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალაც ამოიღეს. 

"საქართველოს პროკურატურამ ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედების, სექსუალური ძალადობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, სოციალური ქსელების მეშვეობით, ყალბი პროფილით ეცნობოდა არასრულწლოვნებს, რის შემდგომაც მუქარის და შანტაჟის გზით, მათ ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების, ვიდეოს და სქესობრივი ურთიერთობის გადაღებას და მისთვის გაგზავნას აიძულებდა, რასაც შემდგომ სხვა პირებს უგზავნიდა.

ბრალდებული სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საბრძოლო მასალა ამოიღეს," - წერია განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი