
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა უმეტესობას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. საოკუპაციო რეჟიმის თქმით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობა ოკუპირებულ აფხაზეთში 878-ია, გარდაიცვალა 7 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი ადამიანი.