ეძგვერაძე გამოკითხეს | საქალაქოში ოპოზიციონერი დეპუტატების სასამართლო იწყება

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს დეპუტატების - ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის სასამართლო პროცესი იწყება. ეძგვერაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას -  წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. 

მანამდე კი დროებითი მოთავსების იზოლატორში ოპოზიციონერ დეპუტატთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც ეძგვერაძის დაკავების პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო.

გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა, ამაზე იმსჯელებს სასამართლო. 

პრეტენზიას აფიქსირებს, რომ მას პოლიციელები დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ. 

კონკრეტული პიროვნების ვინაობის მითითებით მას საუბარი არ ჰქონია. ”,- განაცხადა აბუაშვილმა.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტენ, დაიწყება თუ არა გამოძიება პოლიციელების წინააღმდეგ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი