დაპირისპირება კუს ტბაზე | დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს კუს ტბაზე ახალგაზრდა კაცი გულის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს, ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება კუს ტბის ტერიტორიაზე არსებულ კლუბ Monkey-სთან გვიან ღამით მოხდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. უცნობია დააკავა თუ არა თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი