საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ღონისძიება ოფიციალურად ჩანიშნა. როგორც მისმა წარმომადგენელმა მედიასთან ისაუბრა, ღონისძიება 13 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, გაიმართება ლელა წურწუმიასა და "ჩვენი ბენდის" სოლო-კონცერტიც.
13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ, გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გადასცემს ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს. ჩვენ ვიმედოვნებთ და ვეპატიჟებით ყველას, იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღონ ფოტოები, ნახონ მათი კუმირები. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და "ჩვენი ბენდის" სოლო-კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება. კიდევ ერთხელ ვეპატიჟებით ყველას 13-ში, საღამოს 7 საათზე, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიელების გამარჯვება, - ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ვლადიმერ ონოფრიშვილი.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების შესახებ საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ ისაუბრა.