თამარ მეფის გამზირზე "2 ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით დილის 7 საათზე, სუპერმარკეტში არასრულწლოვანი შეიჭრა და წაღებულია მხოლოდ ტკბილეული.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. საგამოძიებო ჯგუფმა დანაშაულის ადგილზე შესაბამისი სამუშაო ჩაატარა და ანაბეჭდები აიღეს. ამოღებულია გარე კამერის ჩანაწერებიც.
გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე