"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი" | 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

გამოქვეყნდა:

"ვინანიებ... აღარაფერი მაქვს სათქმელი"- ამის შესახებ 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა სასამართლო პროცესზე, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა.

ბრალდებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დუმილის უფლებით სარგებლობდა.

მას შემდეგ, რაც მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მხარეების პოზიციები მოისმინა, განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე საკუთარ დასკვნით სიტყვაში ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა.

[ipn]

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ახალგაზრდა ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო. მკვლელობის ბრალდებით ოთარ ცინდელიანი დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით). ცინდელიანი პოლიციაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.

განაჩენი შესაძლოა დღესვე გამოცხადდეს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი