"ვინ უნდა შემამოწმოს...?" | იურიდიულმა კომიტეტმა ვეტინგის მოწინააღმდეგე მოსამართლის კანდიდატურას უზენაესში, მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. მარსაგიშვილი ვეტინგის მოწინააღმდეგეა და თვლის, რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია: 

"ვფიქრობ, რომ ვეტინგი უფრო სხვა მიზნებს ისახავს და ეს კეთილსინდისიერების შემოწმება იმ პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, არ არის. ეს სულ სხვა მიზანს ისახავს და კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული...ვინ უნდა შემამოწმოს მოდი ასე დავსვათ კითხვა, როცა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო. " თქვა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატმა.

ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილის შემცვლელად ამტკიცებენ, რომელსაც 10 წლიანი უფლებამოსილება ეწურება.  ის პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარედგინება.

დღევანდელ მოსმენაში საპარლამენტო ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი