"კრიმინალური ჯართი" - ვინ არის "ჯართის შემგროვებელი" შაქარაშვილის საქმიდან?

გამოქვეყნდა:

ე.წ "ჯართის შემგროვებელი" გიორგი შაქარაშვილის საქმიდან, ლევან ყარყარაშვილი, პირი, რომელიც ფეხბურთელის დაღუპვიდან რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას მიდის და თითქოსდა შემთხვევით აჩენს იქ ხანძარს, რაც ტერიტორიის გადაწვასა და დიდი ალბათობით, მტკიცებულებების განადგურებასაც იწვევს.

ლევან ყარყარაშვილი კრიმინალური წარსულის მქონე ნასამართლევი პირია, რომელმაც ციხეში ცოლზე ძალადობის გამო წლები გაატარა. მისი სახელი უკავშირდება თბილისში "მამიდად" ცნობილი როენა ხუცურაულის სასტუმროს, პრაქტიკულად, საროსკიპოს, იქ 14 წლის წინ მომხდარ კონფლიქტს და შედეგად, უგზოუკვლოდ გაუჩინარებულ 31 წლის თამაზ ლუცუფიძის, რომელიც მას შემდეგ აღარავის უნახავს.

თამაზის დედა ნათელა ლუცუფიძე დარწმუნებულია, რომ ლევან ყარყარაშვილი, როგორც ადრე, ახლაც საგამოძებო ორგანოების უკანონო დავალებების შემსრულებელია და შემთხვევის ადგილიც არა შემთხვევით, არამედ განგებ, სხვისი დავალებით გადაწვა. 

ლევან ყარყარაშვილის ადვოკატი, გელა ნიკოლაიშვილი აბსურდს უწოდებას ბრალდებას, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ხანძარი განგებ გააჩინა და რომ ის შესაძლოა, 14 წლის წინ თამაზ ლუციფიძის გაუჩინარებასთან იყოს კავშირში.

14 წლის წინ გაუჩინარებული თამაზ ლუცუფიძის დედა ახლა სამუშაოდ ისრაელშია, მაგრამ ყარყარაშვილის დაკავების გამო საქართველოში ჩამოსვლასა და შვილის გაუჩინარების საქმის გამოძების საკითხის კიდევ ერთხელ დაყენებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი