უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს | TI

გამოქვეყნდა:

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარ უძრავ ქონებას არ უთითებს. 

კერძოდ, მერაბ გაბინაშვილმა არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება:

  • 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე;
  • 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში.

"მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. იგი 2006-2007 წლებში, გორში მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. 2015 წელს მან, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში 3 წლიანი ვადით დანიშვნას. გაბინაშვილის სასამართლო კლანთან კავშირების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს", - წერია განცხადებაში.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს მერაბ გაბინაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი