ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, Covid 19-ზე ტესტირება 225 მოქალაქეს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი სწორედ 61 აღმოჩნდა.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 939 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 255 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი