"12 წელი ვმუშაობდი ამისთვის და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი" | დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონის ქამრის მოგების შემდეგ

გამოქვეყნდა:

"12 წელი ვმუშაობდი ამისთვის და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი," - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა ლას-ვეგასში "სფეროში" შონ ო'მალისთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

"აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი მე ვიბრძოლე ო'მალისთნ მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა გავუკეთე მას. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ვიბრძვით და დღეს მე ვარ UFC-ის საუკეთესო მებრძოლი. მე მოვიგე ქამარი, 12 წელი ვმუშაობდი ამისთვის.

ჩვენ ყველას გვაქვს მიზანი და მე მაქვს შესაძლებლობა, რომ UFC-ში ვიბრძოლო მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და რა თქმა უნდა, პატივს ვცემ ლეგენდებს. დანა უაითმა მიპოვა მე, დამინახა როგორც მებრძოლი და მომიყვანა აქ, შემომხედეთ ახლა UFC-ის ჩემპიონი ვარ და ჩემ ოცნებებს ვასრულებ და შთავაგონებ უამრავ ადამიანს ჩვენ ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში.

მიყვარხართ ყველანი. ღმერთი დიდია, მეგობრებო მიჰყევით თქვენ ოცნებებს, ყველაფერი შესაძლებელია, შემომხედეთ მე ახლა," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა გამარჯვების შემდეგ.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი