საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  193 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 3 695;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 494;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 20;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 988;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი