გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიების მაგალითია | SJC

გამოქვეყნდა:

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმურება რუსული აქციების წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილის, გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილ განაჩენს და ამბობს, რომ მისთვის 4-წლიანი პატიმორბის შეფარდება "წარმოადგენს სამაგალითო დასჯას პოლიტიკური აქტივიზმისთვის, რა დროსაც სასამართლო და პროკურატურა შერჩევითად იყენებს არსებულ მკაცრ კანონმდებლობას".

გიორგი შანიძეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი: 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს და 265-ე მუხლის მეორე ნაწილი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ "გიორგი შანიძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ცალსახად წარმოადგენს მართლმსაჯულების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაგალითს, რა დროსაც, ხელისუფლებისთვის არასასურველი მოქალაქე განსაკუთრებული სიმკაცრით ისჯება".

"16 სექტემბერს სასამართლომ ორივე დანაშაულზე ერთდროულად გამოიტანა განაჩენი. უფრო კონკრეტულად, შანიძეს 3 ძირი მცენარე კანაფის მოყვანისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რამაც შთანთქა აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის შეფარდებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით. საბოლოოდ, სასამართლომ შანიძის მიმართ 4 წლის ვადით გამოიყენა საპატიმრო სასჯელი.

ნიშანდობლივია, რომ ორივე დანაშაულზე, რომელზეც გიორგი შანიძეს  აქვს ბრალი წაყენებული, პროკურატურა და სასამართლო, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმების მექანიზმსა და არასაპატიმრო სასჯელებს იყენებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებაზე (სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი). შედარებისთვის, გასულ წელს ამ მუხლით განხილული საქმეების 99%-ზე მეტი (242-დან 240) საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ეს სტატისტიკა ადასტურებს, რომ გიორგი შანიძესთან სავარაუდოდ იმიტომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომ ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ დემონსტრაციებში. რაც შეეხება სხვისი ნივთის დაზიანებას, ეს მუხლი ბოლო წლებია საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირების მიმართ უკიდურესად პრობლემურად გამოიყენება. მინიმალური ქონებრივი ზიანის პირობებში სასამართლო საპროტესტო აქციების მონაწილეებს დაუსაბუთებლად უფარდებს ყველაზე მკაცრ - საპატიმრო სასჯელს. რკინის ჯებირის დაზიანებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ამ ტენდენციის გაგრძელებაა გიორგი შანიძის საქმეც", - წერს ორგანიზაცია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი