"ამ ადამიანებმა თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა... სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი საჯარო მოხელე" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებმაც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა... სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი საჯარო მოხელე - ეს არის ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს და ყველაზე ღირსეული და ყველაზე ძვირფასი არის სახელმწიფო," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას.

"ეს წელი იყო რუსული კანონის და რუსული კანონების წელი. ეს წელი იყო რუსული მეთოდების, რუსული რეპრესიების, ჩვენი ხალხის, ჩვენი სულის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არ ვიცი, როგორ დარჩება 2024 წელი ჩვენს მეხსიერებაში. შეიძლება ერთი გავიხსენოთ, შეიძლება მეორე, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გავიარეთ ეს წელი, ჩვენ მოვედით ბოლომდე.  დღეს მე გილოცავთ ახალ წელს ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც დაითხოვეს. დღეს, 89 ადამიანი, გუშინაც, გუშინწინაც და ეს ალბათ გაგრძელდება. მაგრამ ესეც გამარჯვებაა. ეს ადამიანებია არიან ისინი, ვინც თავისუფლება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც ღირსება დააყენეს ყველაზე მაღლა, რომლებმაც იციან, რომ ქვეყანაზე და მის სიყვარულზე მაღლა არაფერი, არასოდეს არ უნდა იდგეს.  ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ჩემთანა არიან, არიან გამარჯვებულნი, ძლიერნი და მომავალი მათია. იმიტომ, რომ სახელმწიფო არ არსებობს, თუ არ არსებობს ძლიერი ღირსეული საჯარო მოხელე. ეს არის საყრდენი, ეს არის მეხსიერება, ეს არის ყველაფერი, რაც ქმნის სახელმწიფოს. ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ღირსეულია რის სწორედ სახელმწიფო," - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი