ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის მოსამართლემ  სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მან გაიზიარა შსს-ს მოთხოვნა და ჯაფარიძეს 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების კანონიერი უფლება.  

ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს 2 დეკემბრის ფაქტზე, როცა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. 

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება აქვს. დაცვის მხარემ მოსამართლეს წინა პროცესზე განუმარტა, რატომ დადის ის იარაღით. მისი თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილის ტიტუშკები ჯაფარიძეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას უსაფრდებიან და მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, იარაღი მას თავდაცვისთვის სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი