ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლში მოხდა.
უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.