ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცება - დაკავებულია 4 პანკისელი

გამოქვეყნდა:

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე 4 პირია დაკავებული. ბაქარ ფარეულიძეს, ისლამ დუიშვილს, ზელიმხან აჭიშვილსა და ზელიმ ბაკაევს ბრალად ბიზნესმენების გატაცება, მათზე ძალადობა და ფულის გამოძალვა ედებათ. ოთხივე პირი თბილისში აიყვანეს.  

დაკავებული ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. სწორედ ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან დანარჩენი სამი დაკავებული. 

ვახტანგ ფარეულიძე მისი ძმისა და დაცვის სამი წევრის დაკავებას ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცებას. ბრალს დაკავებულებს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. საქმეზე ოფიციალური განცხადება ჯერ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს, თბილისის პროკურატურაში წარუდგენენ.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი