"არაფერი არ ვიცოდით, ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ" | რას აცხადებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახი სენაკში

გამოქვეყნდა:

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის პოლიციამ 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით მისი მეგობარი კაცი იყო. ბექა ჯაიანის ოჯახის წევრები, რომლებიც სენაკში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ამ ურთიერთობის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ, რადგან ბექა ჯაიანი წლებია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.

"ბექა იანვრის მერე აქ არ ყოფილა... არაფერი არ ვიცოდით... ოჯახი თბილისშია 10 წელია, მეორე ბავშვი სწავლობს იქ. ბექა სადღაც დაწესებულებაში მუშაობდა დაცვად. ტელევიზორში ვნახე რომ დაუჭერიათ," - აცხადებს ბექა ჯაიანის ოჯახის წევრი.

ბექა ჯაიანის შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ მეზობლებსაც, როგორც ისინი მთავართან აღნიშნავენ ჯაიანი დიდი ხანია სენაკში არ ყოფილა და მასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდათ.

სენაკში, ბექა ჯაიანის საცხოვრებელ სახლში პოლიციას გასულ ღამეს იმყოფებოდა. ბექა ჯაიანის მამა თბილისში საგამოძიებო უწყებაში წუხელ გადაიყვანეს გამოკითხვაზე.

კესარია აბრამიძის მკვლელობაზე გამოძიება 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ავტორი: ემა გოგოხია

ვითარება რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი