"თავში ქვა ჩამარტყა..." | 82 წლის გივი სულაბერიძე სოფელ ცხუნკურის გამგებელ შვილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ოჯახური ძალადობის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 82 წლის გივი სულაბერიძე აცხადებს, რომ შვილმა, სოფელ ცხუნკურის გამგებელმა, მერაბ სულაბერიძემ სცემა. 

“ჩემმა შვილმა თავში ქვა ჩამარტყა, ერთი ქვა ახლაც ეზოში აგდია, მეორეს კი სისხლის კვალი ეტყობა, ტანსაცმელი სულ სისხლით იყო დასვრილი. გამგებელია, მაგის გამგებლობა არ გაიშვას”, - აცხადებს გივი სულაბერიძე. 

მამაკაცმა თავად გამოიძახა სასწრაფოც და პატრულიც. ის ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 

გივი სულაბერიძე ამბობს, რომ შვილთან პოლიტიკური უთანხმოებაც ჰქონდა. მისი თქმით, მისი შვილი წლების წინ თბილისის სამმართველოს მაღალჩინოსანი იყო. ჯერჯერობით უცნობია, აღძრულია თუ არა გამგებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი