
აჭარაში კორონავირუსი 4 მედიკოსსა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლებს დაუდასტურდათ - ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
სასამართლოში არ აკონკრეტებენ დაინფიცირებული თანამშრომლების ვინაობას, თუმცა ცნობილია, რომ კორონავირუსის წყარო 2 ინფიცირებული ადვოკატია. საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე უკვე გადავიდა.
ცნობისთვის, ამ დრომდე აჭარა ეპიდემიოლოგიურად ყველაზე რთულ ზონად რჩება, სადაც ინფიირებულთა საერთო რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 92 კი სწორედ აჭარიდანაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა. მათგან გარდაიცვალა 900 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა თითქმის 23 მილიონი.